Wednesday, August 14, 2013

1. პროექტის სახელწოდება: 

სიმეტრია ჩვენს გარშემო

2. პროექტის მთავარი იდეა (1-2 წინადადებისაგან): მოსწავლეები შესძლებენ სიმეტრიის შესახებ ცოდნის მიღებას.

3. პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალობა გამოირჩევა იმით, რომ მოსწავლე ახდენს გეომეტრიულ ფიგურათა კლასიფიკაციას სიმეტრიის ცენტრისა და სიმეტრიის ღერძების მიხედვით, ეძებს და იკვლევს მის მიმართ ყველაფერს რაც შესაძლებელია:
მოიძიებს ინფორმაციას, შეაგროვებს ცოცხალ და არა ცოცხალ ბუნებაში სიმეტრიის მაგალითებს,
მოიძიებს ინფორმაციას, შეაგროვებს ცოცხალ და არა ცოცხალ ბუნებაში სიმეტრიის მაგალითებს, გადაიღებს სურათებს.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან სიმეტრიის სახეების (ცენტრული, ღერძული), გაეცნობიან ბუნებაში არსებულ სიმეტრიულ ფიგურებს, მოიძიებენ მასალებს არქიტექტურიდან, ბიოლოგიიდან, მოაწყობენ პრეზენტაციებს, შექმნიან მხატვრულ ნიმუშებს, მოდელებს.


5.მონაწილეთა ასაკი: 6-9 კლასები.6.ვადები/ხანგრძლივობა:2013სას.წელი.ნოემბერი7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეისწავლიან სიმეტრიის სახეები, გაეცნობიან სიმეტრიულ ფიგურებს,საგნებს, განუვითარდებათ თანამშრომლობის უნარი, პრეზენტაციის  შექმნის უნარი.

8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:ვებ გვერდები,სურათები, პროექტორი, კომპიუტერი,მუყაოს მასალა,წებო,მარკერები.

9.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:1.გავაცნობ სიმეტრიას, თეორიულ მასალას მივაწვდი.2.კლასი გაიყოფა 3 ჯგუფად:ჯგუფიმოიძიებს მასალებს ცენტრულ და ღერძულ სიმეტრიებზე;II ჯგუფიმოიძიებს ინფორმაციას სიმეტრიის  ისტორიასა და მეცნიერთა გამონათქვამების შესახებ;III ჯგუფი -შეაგროვებს მასალებს სიმეტრიის მაგალითების, დაამზადებენ მოდელებს. (ფოთლები.პეპლები.სურათებიმოზაიკის, არქიტექტურაში, გეომეტრიული ფიგურები).


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:მათემატიკა,ბიოლოგია,ისტორია(ისტორიული ნაგებობის სიმეტრიულობა), გაიმჯობესებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

11.პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ჯამბურია

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sopojamburia@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: sofiojamuria.blogspot.com